2018 წლის 11 სექტემბერს, ა(ა)იპ ჰერეთის სახლის დირექტორის, ვასილ პაპიაშვილის ორგანიზებით კაკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონი, ჰერეთი, ე. წ. საინგილო) ქართული სკოლის დაარსების 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ქართული კულტურის სახლის დარბაზში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დამსახურებულმა ვეტერან-პენსიონერმა მასწავლებლებმა, ადგილობრივი მოზარდი ახალგაზრდების მუსიკალურმა ჯგუფმა ვასილ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ცეკვის ანსამბლმა "იმედი" და სხვა საპატიო სტუმრებმა. ღონისძიებამ დამსწრე მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ვიდეომასალა იხილეთ ამ მისამართზე: https://youtu.be/MDOsDeQQ0RQ
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კაკის ქართული კულტურის სახლის დარბაზი, როგორც ესთეტიურად, ისე ფუნქციური თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და ამ მიზეზის გამო, ბოლო წლებში მხოლოდ ადგილობრივ ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლების გეგმიური კონცერტებიღა თუ იმართება ხოლმე.
ჰერეთის სახლი იმედოვნებს, რომ ორი სახელმწიფო (საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კახის ქართული კულტურის ცენტრისა და დარბაზის აღდგენის თაობაზე 2009 წელს დაწყებულ მოლაპარაკებას მალე ბოლომდე მიიყვანს და მასში ღონისძიების ორგანიზებაც ასეთ რთულ პრობლემებთან აღარ იქნება დაკავშირებული.

PS. აქვე, ერთი დეტალის შესახებ. ამ საკითხს არ შევეხებოდით, მაგრამ, ვინაიდან ქართული სკოლების მოქმედი მასწავლებლებისა და დირექტორების არ დასწრებით შეწუხებულმა ერთ-ერთმა გამომსვლელმა სცენაზე წარმოთქმულ სიტყვაში აშკარად ხაზი გაუსვა ამ საკითხს, იმისათვის, რათა უსაფუძვლო კითხვები არ გაჩნდეს ღონისძიების ორგანიზების მიმართ, განვმარტავთ: კახის რაიონის შვიდივე მოქმედი ქართული სკოლის (6 სკოლის და 1 სექტორის) დირექტორ/ხელმძღვანელებს პირადად დავურეკეთ. ორი მათგანის, კაკისთავისა და სოფელ ალათემურის ქართული სკოლების დირექტორების ტელეფონები გამორთული იყო, თბილისში იმყოფებოდნენ. დანარჩენებს კი შევატყობინეთ კაკში ქართული სკოლის დაარსების 150 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების დეტალები და დავპატიჟეთ საღამოზე. გარდა ამისა, FaceBook-ში შევქმენით ღონისძიების ანონსი და საინფორმაციო აფიშაც გავაკარით კაკისთავში. ამდენად, ღონისძიებაზე მოქმედ დირექტორ-მასწავლებელთა არ დასწრების საკითხზე ღონსძიბის საორგანიზაციო მხარე პასუხისმგებლობას არ იღებს.

სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი

ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" სახელით მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და სპორტის კომიტეტებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, იმდენად, რამდენადაც პირველი ორის შუამდგომლობით უკანასკნელმა დააკმაყოფილა "ჰერეთის სახლის" თხოვნა და დავით ყიფიანის სახელობის კაკის ფეხბურთის ჩემპიონატისათვის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქართული ისტორიული დიასპორა) გამოყო კარების ბადეები და ბურთები. აგრეთვე მადლობას ვუხდით "ჰერეთის სახლის" წარმომადგენელს, გიორგი პაპიაშვილს, რომლის ძალისხმევითაც პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდა.

სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი
09.08.2018

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის, ლევან მაღრაძისა და ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლ ჰერულას დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის შეთანხმებით 17 აპრილს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა პარლამენტის წევრებსა და ჰერეთის წარმომადგენლებს შორის.

 

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ დეპუტატები: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე.

 

ჰერეთის წარმომადგენლებმა დააყენეს ჰერეთის წინაშე მდგარი ის პრობლემები, რომლებიც თემატურად შეესაბამებოდა შეხვედრის მასპინძელი მხარის სამუშაო მიმართულებებს, კერძოდ, კულტურის, განათლებისა და სხვა დარგებს.

 

ანსამბლ ჰერულას დირექტორმა, გიორგი პაპიაშვილმა ითხოვა ფოლკლორისა და, ზოგადად, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ჰერელების მეტი მხარდაჭერა. ()იპჰერეთის სახლისდირექტორმა, ვასილ პაპიაშვილმა:


1) დეპუტატებს გააცნო პრობლემები, რომლებიც ეხება ჰერელ სტუდენტებს, როგორც კახის, ასევე ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების მკვიდრთ;
2) მოითხოვაუმაღლესი განათლების შესახებსსაქართველოს კანონის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის გაუქმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე უარს უცხადებს იმ ჰერელ აბიტურიენტებს, რომლებიც ფლობენთანამემამულის სტატუსს“;
3) თხოვნით მიმართა დეპუტატებს, რომ ამავეთანამემამულის სტატუსისმოქალაქეობასთან მიახლოების პრინციპის საფუძველზე ჰერეთის ქართველები ჩართონ საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში;
4) გააცნო საქართველოს სკოლებში მოსწავლე ახალგაზრდობაში ჰერეთის არსებობის შესახებ ცოდნის მკვეთრი კლების პრობლემა და ითხოვა ჰერეთის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ქართულ სახელმძღვანელოების გადახედვა;
5) ხაზი გაუსვა ანსამბლ ჰერულას მოღვაწეობას და ითხოვა სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა ამ ანსამბლის მიმართ;
6) ითხოვა ყურადღება დაეთმოს საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰერეთის ქართველების მიმართ მეტი ლოიალობის გამოჩენის საკითხს და შესაძლებლობის ფარგლებში რაიმე ფორმალური გამოსავალი მოიძებნოს;
7) წამოჭრა სამთაწყაროს საერთაშორისო ხიდის მეტი გამტარუნარიანობის აღდგენა.

 

აქვე, ანსამბლჰერულასდირექტორმა, გიორგი პაპიაშვილმა ითხოვა, შესაძლებლობების ფარგლებში მეტი ყურადღება დაეთმოს კახის ქართული კულტურის ცენტრის აღდგენის საკითხს.

 

ჰერეთის წარმომადგენელთა თანადგომის მიზნით პარლამენტს ეწვივნენ და მხარდამჭერი სიტყვა წარმოთქვეს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ, სსიპბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისდირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა, პროფესორმა,კონსტანტინე ფიცხელაურმა და სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ, ლევან თედიაშვილმა.

 

პარლამენტარებმა გააკეთეს გარკვეული მონახაზი, რომლითაც დაგეგმეს გარკვეული სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა.

 

დასასრულს, ჰერეთის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მასპინძლობისათვის, მხარდასაჭერად მობრძანებულ პატივცემულ სტუმრებს კი - ღია თანადგომისათვის.

***

 

სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი

 

აგრეთვე იხილეთ ბმული: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/diasporisa-da-kavkasiis-sakitxta-komiteti/axali-ambebi-diaspora/zviad-kvachantiradze-da-mariam-djashi-azerbaidjanis-qartuli-diasporis-warmomadgenlebs-shexvdnen.page

 


19 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ ააიპ "ჰერეთის სახლის" წარმომადგენელი ლაშა კოსიაშვილი და ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლის "ჰერულა" წარმომადგენელი გიორგი პაპიაშვილი.

ა(ა)იპ "ჰერეთის სახლი"-ს 2016 წლის 19 დეკემბერს, ფონდის 2016 წლის საქმიანობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამართული დაჯილდოვებისას, როგორც წარმატებულ პროექტს გადაეცა სამახსოვრო, ბრენდირებული, ეტიკეტირებული ღვინო.

როგორც მოგეხსენებათ, "ჰერეთის სახლის" საგრანტო პროექტი "ჰერეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი, დოკუმენტური ფილმი _ კაკის ეკლესიები" განხორციელდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით.


ა(ა)იპ ჰერეთის სახლის ორგანიზებით 27 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარ დარბაზში გაიმართა საგრანტო პროექტისა და მის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ჰერეთის ეკლესიები" პრეზენტაცია. საგრანტო პროექტი სახელწოდებით "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი, დოკუმენტური ფილმი _ კახის ეკლესიები" განხორციელდა სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული 2016 წლის ახალგაზდრული იდეების კონკურსის ფარგლებში.


პრეზედნაციას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე.

პრეზენტაციის პირველ ნაწილში აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ მომხსენებლები, ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" დირექტორი ბ-ნი ვასილ პაპიაშვილი, სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თავმჯდომარე ბ-ნი ირაკლი ჟორჟოლიანი.


ვასილ პაპიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დარბაზის დათმობისათვის. ისაუბრა საგრანტო პროექტის განხორციერების ტექნიკურ დეტალებზე, პროექტის ფარგლებში შესრულებულ ბიბლიოგრაფიულ სამუშაოებზე და მასში ჰერელი ახალგაზრდების ჩართულობაზე.


ირაკლი ჟორჟოლიანმა ისაუბრა სამეცნიერო და ახალგაზრდული თვალსაზრისით პროექტის მნიშვნელობაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაინტერესებაზე, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სასარგებლო პროექტების მხარდაჭერას.


შემდეგ მოხდა დოკუმენტური ფილმის "კახის ეკლესიები" ჩვენება.


გარდა ამისა სიტყვით გამოვიდნენ:


რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე იოანე გამრეკელი, რომელმაც ისაუბრა სასულიერო-საეკლესიო თვალსაზრისით ჰერეთის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, მის ფონზე საქართველოში მუსლიმების მდგომარეობაზე, და ჰერეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციებზე;


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ბ-ნი კიაზო ფიცხელაური, რომელმაც დაანონსა მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დედოფლისწყაროს რაიონში, დიდნაურში აღმოჩენილი ჰერეთის უძველესი დედაქალაქის მასალების პრეზენტაცია;


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აღმოსავლეთმცოდნე, ბ-ნი ელიზბარ ჯაველიძე, რომელმაც ისაუბრა ჰერეთში (ე. წ. საინგილოში) არსებულ სოციალ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე.


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბ-ნი გიორგი ოთხმეზური, რომელმაც გაიხსენა რამდენიმე წლის წინ ჰერეთში თავისი ვიზიტი და წარმოადგინა თემატიკის შესაბამისი რამდენიმე ისტორიული დეტალი.


დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბ-ნი ანზორ თოთაძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ტენდენციებზე.



პრეზენტაცია მუსიკალურად გააფორმა ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორულმა ანსამბლმა "ჰერულა".


7 ოქტომბერს, ჰერეთის სახლის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა რომიკო ნურაშვილმა და მარიამ ბაჩალიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო MitOst ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე "Inclussion Cafe".

აღნიშნული ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია "ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვის", გერმანული
ორგანიზაცია "მიტოსტ" და "კრეატიული განვითარების ცენტრის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მსოფლიოს 45 ქვეყნიდან 300-მდე სტუმარი მონაწილეობდა. ფესტივალის წლევანდელი თემა იყო ინკლუზია და ურბანული განვითარება.

ჰერეთის სახლის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა ამ ფესტივალზე ორგანიზაცია "ჰერეთის სახლის" პროექტი "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა და არქივი" წარადგინეს. გარდა ამისა ფესტივალის სხვა მონაწილეებს გააცნეს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა:

"ჩვენ ვცდილობთ ჰერეთის ქართველი ბავშვები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან საერთო ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზმს, ჩავრთოთ თანამედროვე მოქნილ სისტემაში.


პროექტი „ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა და არქივი“ ამისათვის უნიკალურ შესაძლებლობებს ხსნის, როგორც მისი ფორმით, ასევე შინაარსით. ამ მრავლისმომცველი ბაზის დასრულების შემდეგ ჰერელი ბავშვებისათვის ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს „ჩემი სოფლისა და უბნის ღირსშესანიშნაობები“. ამ კონკურსის ფარგლებში მათ ექნებათ საშუალება გამოიყენონ ჰერეთის ელექტრონულ ბიბლიოთეკა-არქივში არსებული მასალა და, აგრეთვე, უცნობი მასალები შეჰმატონ ელ-ბიბლიოთეკის ბაზას, უფროსებისგან მოსმენილი მათი უბნის/სოფლის შესახებ".


http://flashvideo.rferl.org/Videoroot/Pangeavideo/2016/10/e/ed/eda83433-77db-459e-a919-0f53ce84a013_hq.mp4


23 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონის ჰერელებით დასახლბულ სოფელ სამთაწყაროში ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება "ჰერეთი". აქტივობა განხორციელდა 2016 წლის თებერვალში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი..." ფარგლებში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის მათი ისტორიული მშობლიური კუთხის _ ჰერეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსეული მამულიშვილების გაცნობას.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან სასაზღვრო მდინარე ალაზანზე სამთაწყაროს ჰერეთთან (საინგილოსთან) დამაკავშირებელი ხიდი ჩაიკეტა, რის შემდეგაც ალაზანს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ ჰერებს შორის არსებული ინტენსიური მიმოსვლა უკიდურეს მინიმუმამდე დაეცა. ამის გამო, 2005 წლის შემდეგ სამთაწყაროში წამოზრდილ თაობას, უფროს თაობასთან შედარებით უფრო ნაკლები ცოდნა აქვს თავისი ისტორიული მშობლიური კუთხის შესახებ.

ჰერეთის სახლის ორგანიზებით განხორციელებული ეს ღონისძიება სწორედ ამ დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურებოდა. ამდენად, ღონისძიება შედგებოდა ჰერეთთან დაკავშირებული, როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურული განყოფილებებისაგან.

იმ დროისათვის, როცა "ჰერეთის სახლის", ანსამბლ "ჰერულას" და დები ნაყეურებისაგან შემდგარი დელეგაცია სამთაწყაროში ჩავიდა, ადგილობრივი მოსახლეობა შეკრებილი იყო სოფლის კულტ-სახლის (ძველი ბაღის) ეზოში. ვინაიდან სამთაწყაროს სკოლაში წინასაარჩევნო შტაბი იყო განთავსებული, სოფლის გამგეობის შემოთავაზებით სწორედ ამ შენობაში გაიმართა ღონისძეიბა. ინტერიერის მცირე ტევადობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე შენობის ეზოში გაიმართა ქართული ფოლკლორული მუსიკალური საღამო.

მუსიკალური საღამოს დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისა და ამ სოფლის გამხნევება-მხარდაჭერისათვის.

მუსიკალური საღამოს, რომელშიც წარმოდგენილი იყო როგორც ჰერული, ასევე საქართველოს სხვა კუთხეების სასიმღერო ნიმუშები, მთავარი შემოქმედნი იყვნენ ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლი "ჰერულა" და პოპულარული მომღერლები _ დები ნაყეურები. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ღონისძიებაში სამთაწყაროს მოზარდი ახლარგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ, როგორც სიმღერის, ასევე ცეკვის სახით.

ღონისძიების ორგანიზატორებიცა და მონაწილეებიც ძლიერ ნასიამოვნები დავრჩით სამთაწყაროელების ასეთი მონდომებულობითა და ინტერესიანობით. გარდა იმისა, რომ მათ გამოაჩინეს მაღალი კულტურისა და შეგნების დონე, აღსანიშნავია მათი მონდომებულობა ტექნიკურ თანადგომაში, როგორიცაა ინვეტარისა თუ ელექტროხელსაწყოების ოპერატიული მოწესრიგება. იმ ფონზე, როდესაც სოფლის კულტურის სახლი სავალალო მდგომარეობაშია, ხელოვნებისადმი ინტერესი სამთაწყაროელებს აშკარად გამძაფრებული ჰქონიათ.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სოფელმა თავი ღირსეულად წარმოაჩინა. ასეთი დასახლება და ხალხი ნამდვიალდ უკეთეს კუტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას იმსახურებს

მუსიკალური საღამოს შემდეგ სტუმარ-მასპინძელმა გადაინაცვლა შენობაში, სადაც სამთაწყაროს სკოლის წარმომადგენლებისა და კულტურის მუშაკთა მიერ საგანგებოდ მოეწყო საპრეზენტაციო ტექნიკური ინვენტარი. აქ "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდის წევრებმა მოაწყეს ჰერეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ამ კუთხის ღირსეულ მამულიშვილთა პრეზენტაცია. მოეწყო ჰერეთის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ჰერეთის სახლის ხელმძღვანელმა სამთაწყაროს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები (ჰერეთის ისტორია; ჰერელი პოეტის, ზურაბ პაპიაშვილის ლექსებისა და მოთხრობების კრებულები "ფესვების ძახილი", "შენით და შენთვის" ავტორისაგან, ავტორის ხელმოწერით, კ. ჰერელის ბროშურები "ჰერეთი).

საგანმანათლებლო ღონისძიება დასრულდა ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლის "ჰერულა" და დები ნაყეურების მიერ ერთობლივად შესრულებული "ჰერული მრავალჟამიერით".

ჰერეთის სახლისა და ანსამბლ ჰერულას სახელით მადლობას ვუხდით:
* სამთაწყაროს მოსახლეობას, პირველ რიგში, თავიანთი სოფლის ღირსეული წარმოჩენისათვის;
* დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს, სოფელ სამთაწყაროს გამგეობას, სკოლის წარმომადგენლობას _ მხარდაჭერისათვის;
* სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს _ პრიორიტეტების შერჩევის საკითხში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ისეთი აქტივობის მხარდაჭერისათვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობისათვის ასეთი იშვიათი სიხარული მიგვენიჭებინა;
* უმშვენიერეს მომღერალ დებს, ნაყეურებს _ თანადგომისათვის.

საგანმანათლებლო ღონისძიების, პრეზენტაციების, მუსიკალური საღამოსა და შთაბეჭდილებების შესახებ ვიდეოები იხ. დანართში.


პრეზენტაციები


მუსიკალური საღამო


კომენტარები


ჰერეთის სახლის პროექტი მოხვდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის. 5 თვის განმავლობაში "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდი შეასრულებს საბაზისო სამუშაოს "ჰერეთის ელექტრონული არქივისა და ბიბლიოთეკის" შექმნის მიზნით.

ახალგაზრდებით დაკომპლექტებული შემოქმედებითი გუნდი შექმნის ინტელექტუალურ პროდუქტს, ამ პროდუქტის ერთ-ერთ კომპონენტში (ელ-ტრანსლაცია) მოიზიდავს სხვა ახალგაზრდებს და ჩართავს სამუშაო პროცესში, შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტს წარუდგენს ბავშვებსა და სკოლის მოწაფეებს, ამავე პროდუქტით ისარგებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი დაინტერესებული ადამიანი, როგორც ჰერელები, ასევე საქართველოს მოსახლეობა, ასევე თემაზე მომუშავე ემიგრანტები.


ოთხწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ 2016 წლის 16 მარტს ოფიციალურად დაფუძნდა ა(ა)იპ "ჰერეთის სახლი". ჰერეთის სახლის შემოქმედებითი გუნდის უწინარეს ამოცანას წარმოადგენს "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკისა და არქივის" შექმნა, რომელმაც ერთიან ბაზაში თავი უნდა მოუყაროს ჰერეთის (საინგილოს) შესახებ არსებულ ყველა სახის (ბეჭდურ, ხელნაწერ, სხვა ტიპის ტექსტურ, ფოტო, ფონო, აუდიო, ვიდეო) მასალას.

ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება ინტელექტისა და ხელოვნებისათვის ფართო ასპარეზის გახსნაზე.


www.000webhost.com