22 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციისას გარკვეული დრო დაეთმო ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტის წარდგენას. კერძოდ, დამსწრე საზოგადოებას გაეცნო ზოგადი ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში წიგნების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობის შესახებ.

    ამიერიდან მონაწილეთა მიერ აკრეფილი (ელექტრონულად ტრანსლირებული) ნებისმიერი წიგნის ნებისმიერი გვერდი დამატებისთანავე ავტომატურად განთავსდება ბიბლიოთეკის სამკითხველოში.
    ამჟამად დამატებული გვერდების ნახვა შეგიძლიათ შემდეგნაირად: herula.ge >> ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა >> სამკითხველო >> წიგნების კატალოგი

     ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის სატრანსლაციო პროგრამით "გაამდიდრე ბიბლიოთეკა" მონაწილეებმა პირველი წიგნის ტრანსლირება დაასრულეს. პროექტის ენთუზიასტ მონაწილეთა მიერ უკვე დასრულდა გიორგი გამხარაშვილის წიგნის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა. ეს მონაწილე-მხარდამჭერთა მიერ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯია ჰერეთის ელექრტონული ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში.

     გიორგი გამხარაშვილის "საინგილო" გამოცემულია 1960 წელს და შეიცავს შემდეგ საკითხებს: ისტორიული შტრიხები, ახალი პერიოდი, ბუნებრივი, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, სამეურნეო დარგები.


დღეიდან "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა" მოქმედებს არა ფეისბუქ-პროფილის, არამედ ფეისბუქ-გვერდის სახით და მის წვდომაზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. მოძებნეთ შემდეგი სახელწოდებით: "ჰერეთის სახლის ელექტრონული ბიბლიოთეკა/არქივი Library of The House of Hereti"

www.000webhost.com