23 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონის ჰერელებით დასახლბულ სოფელ სამთაწყაროში ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება "ჰერეთი". აქტივობა განხორციელდა 2016 წლის თებერვალში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი..." ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავდა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის მათი ისტორიული მშობლიური კუთხის _ ჰერეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსეული მამულიშვილების გაცნობას. აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან სასაზღვრო მდინარე ალაზანზე სამთაწყაროს ჰერეთთან (საინგილოსთან) დამაკავშირებელი ხიდი ჩაიკეტა, რის შემდეგაც ალაზანს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ ჰერებს შორის არსებული ინტენსიური მიმოსვლა უკიდურეს მინიმუმამდე დაეცა. ამის გამო, 2005 წლის შემდეგ სამთაწყაროში წამოზრდილ თაობას, უფროს თაობასთან შედარებით უფრო ნაკლები ცოდნა აქვს თავისი ისტორიული მშობლიური კუთხის შესახებ. ჰერეთის სახლის ორგანიზებით... სრულად
ჰერეთის სახლის პროექტი მოხვდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის. 5 თვის განმავლობაში "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდი შეასრულებს საბაზისო სამუშაოს "ჰერეთის ელექტრონული არქივისა და ბიბლიოთეკის" შექმნის მიზნით. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული შემოქმედებითი გუნდი შექმნის ინტელექტუალურ პროდუქტს, ამ პროდუქტის ერთ-ერთ კომპონენტში (ელ-ტრანსლაცია) მოიზიდავს სხვა ახალგაზრდებს და ჩართავს სამუშაო პროცესში, შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტს წარუდგენს ბავშვებსა და სკოლის მოწაფეებს, ამავე პროდუქტით ისარგებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი დაინტერესებული ადამიანი, როგორც ჰერელები, ასევე საქართველოს მოსახლეობა, ასევე თემაზე მომუშავე ემიგრანტები.
ოთხწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ 2016 წლის 16 მარტს ოფიციალურად დაფუძნდა ა(ა)იპ "ჰერეთის სახლი". ჰერეთის სახლის შემოქმედებითი გუნდის უწინარეს ამოცანას წარმოადგენს "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკისა და არქივის" შექმნა, რომელმაც ერთიან ბაზაში თავი უნდა მოუყაროს ჰერეთის (საინგილოს) შესახებ არსებულ ყველა სახის (ბეჭდურ, ხელნაწერ, სხვა ტიპის ტექსტურ, ფოტო, ფონო, აუდიო, ვიდეო) მასალას. ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება ინტელექტისა და ხელოვნებისათვის ფართო ასპარეზის გახსნაზე.
www.000webhost.com