ამიერიდან მონაწილეთა მიერ აკრეფილი (ელექტრონულად ტრანსლირებული) ნებისმიერი წიგნის ნებისმიერი გვერდი დამატებისთანავე ავტომატურად განთავსდება ბიბლიოთეკის სამკითხველოში .     ამჟამად დამატებული გვერდების ნახვა შეგიძლიათ შემდეგნაირად: herula.ge >> ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა >> სამკითხველო >> წიგნების კატალოგი
     ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის სატრანსლაციო პროგრამით "გაამდიდრე ბიბლიოთეკა" მონაწილეებმა პირველი წიგნის ტრანსლირება დაასრულეს. პროექტის ენთუზიასტ მონაწილეთა მიერ უკვე დასრულდა გიორგი გამხარაშვილის წიგნის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა. ეს მონაწილე-მხარდამჭერთა მიერ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯია ჰერეთის ელექრტონული ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში.      გიორგი გამხარაშვილის "საინგილო" გამოცემულია 1960 წელს და შეიცავს შემდეგ საკითხებს: ისტორიული შტრიხები, ახალი პერიოდი, ბუნებრივი, ფიზიკ ურ-გეოგრაფიული პირობები, სამეურნეო დარგები.
დღეიდან "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა" მოქმედებს არა ფეისბუქ-პროფილის, არამედ ფეისბუქ-გვერდის სახით და მის წვდომაზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. მოძებნეთ შემდეგი სახელწოდებით: "ჰერეთის სახლის ელექტრონული ბიბლიოთეკა/არქივი Library of The House of Hereti "
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ააიპ "ჰერეთის სახლის" წარმომადგენელი ლაშა კოსიაშვილი და ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლის "ჰერულა" წარმომადგენელი გიორგი პაპიაშვილი. ა(ა)იპ "ჰერეთის სახლი"-ს 2016 წლის 19 დეკემბერს, ფონდის 2016 წლის საქმიანობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამართული დაჯილდოვებისას, როგორც წარმატებულ პროექტს გადაეცა სამახსოვრო, ბრენდირებული, ეტიკეტირებული ღვინო. როგორც მოგეხსენებათ, "ჰერეთის სახლის" საგრანტო პროექტი "ჰერეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი, დოკუმენტური ფილმი _ კაკის ეკლესიები" განხორციელდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით.
ა(ა)იპ ჰერეთის სახლის ორგანიზებით 27 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარ დარბაზში გაიმართა საგრანტო პროექტისა და მის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ჰერეთის ეკლესიები" პრეზენტაცია. საგრანტო პროექტი სახელწოდებით "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი, დოკუმენტური ფილმი _ კახის ეკლესიები" განხორციელდა სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული 2016 წლის ახალგაზდრული იდეების კონკურსის ფარგლებში. პრეზედნაციას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე. პრეზენტაციის პირველ ნაწილში აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ მომხსენებლები, ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" დირექტორი ბ-ნი ვასილ პაპიაშვილი, სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თავმჯდომარე ბ-ნი ირაკლი ჟორჟოლიანი. ვასილ პაპიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დარბაზის დათმობისათვის. ისაუბრა საგრანტო პროექტის განხორციერების ტექნიკურ დეტალებზე, პროექტის ფარგლებში შესრულებულ ბიბლიოგრაფიულ სამუშაოებზე და მასში ჰერელი ახალგაზრდების... სრულად
www.000webhost.com