2018 წლის 11 სექტემბერს, ა(ა)იპ ჰერეთის სახლის დირექტორის, ვასილ პაპიაშვილის ორგანიზებით კაკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონი, ჰერეთი, ე. წ. საინგილო) ქართული სკოლის დაარსების 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ქართული კულტურის სახლის დარბაზში.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დამსახურებულმა ვეტერან-პენსიონერმა მასწავლებლებმა, ადგილობრივი მოზარდი ახალგაზრდების მუსიკალურმა ჯგუფმა ვასილ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ცეკვის ანსამბლმა "იმედი" და სხვა საპატიო სტუმრებმა. ღონისძიებამ დამსწრე მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ვიდეომასალა იხილეთ ამ მისამართზე: https://youtu.be/MDOsDeQQ0RQაღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კაკის ქართული კულტურის სახლის დარბაზი, როგორც ესთეტიურად, ისე ფუნქციური თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და ამ მიზეზის გამო, ბოლო წლებში მხოლოდ ადგილობრივ ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლების გეგმიური კონცერტებიღა თუ იმართება ხოლმე.ჰერეთის სახლი იმედოვნებს, რომ ორი სახელმწიფო (საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კახის ქართული კულტურის ცენტრისა და დარბაზის აღდგენის თაობაზე 2009 წელს... სრულად
ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" სახელით მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და სპორტის კომიტეტებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, იმდენად, რამდენადაც პირველი ორის შუამდგომლობით უკანასკნელმა დააკმაყოფილა "ჰერეთის სახლის" თხოვნა და დავით ყიფიანის სახელობის კაკის ფეხბურთის ჩემპიონატისათვის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქართული ისტორიული დიასპორა) გამოყო კარების ბადეები და ბურთები. აგრეთვე მადლობას ვუ ხდით "ჰერეთის სახლის" წარმომადგენელს, გიორგი პაპიაშვილს, რომლის ძალისხმევითაც პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდა.სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი09.08.2018
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის, ლევან მაღრაძისა და ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლ ჰერულას დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის შეთანხმებით 17... სრულად
22 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციისას გარკვეული დრო დაეთმო ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტის წარდგენას. კერძოდ, დამსწრე საზოგადოებას გაეცნო ზოგადი ინ ფორმაცია ონლაინ რეჟიმში წიგნების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობის შესახებ.
    ამიერიდან მონაწილეთა მიერ აკრეფილი (ელექტრონულად ტრანსლირებული) ნებისმიერი წიგნის ნებისმიერი გვერდი დამატებისთანავე ავტომატურად განთავსდება ბიბლიოთეკის სამკითხველოში .     ამჟამად დამატებული გვერდების ნახვა შეგიძლიათ შემდეგნაირად: herula.ge >> ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა >> სამკითხველო >> წიგნების კატალოგი
www.000webhost.com