7 ოქტომბერს, ჰერეთის სახლის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა რომიკო ნურაშვილმა და მარიამ ბაჩალიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო MitOst ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე "Inclussion Cafe".

აღნიშნული ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია "ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვის", გერმანული
ორგანიზაცია "მიტოსტ" და "კრეატიული განვითარების ცენტრის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მსოფლიოს 45 ქვეყნიდან 300-მდე სტუმარი მონაწილეობდა. ფესტივალის წლევანდელი თემა იყო ინკლუზია და ურბანული განვითარება.

ჰერეთის სახლის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა ამ ფესტივალზე ორგანიზაცია "ჰერეთის სახლის" პროექტი "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა და არქივი" წარადგინეს. გარდა ამისა ფესტივალის სხვა მონაწილეებს გააცნეს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა:

"ჩვენ ვცდილობთ ჰერეთის ქართველი ბავშვები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან საერთო ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზმს, ჩავრთოთ თანამედროვე მოქნილ სისტემაში.


პროექტი „ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა და არქივი“ ამისათვის უნიკალურ შესაძლებლობებს ხსნის, როგორც მისი ფორმით, ასევე შინაარსით. ამ მრავლისმომცველი ბაზის დასრულების შემდეგ ჰერელი ბავშვებისათვის ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს „ჩემი სოფლისა და უბნის ღირსშესანიშნაობები“. ამ კონკურსის ფარგლებში მათ ექნებათ საშუალება გამოიყენონ ჰერეთის ელექტრონულ ბიბლიოთეკა-არქივში არსებული მასალა და, აგრეთვე, უცნობი მასალები შეჰმატონ ელ-ბიბლიოთეკის ბაზას, უფროსებისგან მოსმენილი მათი უბნის/სოფლის შესახებ".


http://flashvideo.rferl.org/Videoroot/Pangeavideo/2016/10/e/ed/eda83433-77db-459e-a919-0f53ce84a013_hq.mp4


www.000webhost.com