საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის, ლევან მაღრაძისა და ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლ ჰერულას დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის შეთანხმებით 17 აპრილს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა პარლამენტის წევრებსა და ჰერეთის წარმომადგენლებს შორის.

 

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ დეპუტატები: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე.

 

ჰერეთის წარმომადგენლებმა დააყენეს ჰერეთის წინაშე მდგარი ის პრობლემები, რომლებიც თემატურად შეესაბამებოდა შეხვედრის მასპინძელი მხარის სამუშაო მიმართულებებს, კერძოდ, კულტურის, განათლებისა და სხვა დარგებს.

 

ანსამბლ ჰერულას დირექტორმა, გიორგი პაპიაშვილმა ითხოვა ფოლკლორისა და, ზოგადად, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ჰერელების მეტი მხარდაჭერა. ()იპჰერეთის სახლისდირექტორმა, ვასილ პაპიაშვილმა:


1) დეპუტატებს გააცნო პრობლემები, რომლებიც ეხება ჰერელ სტუდენტებს, როგორც კახის, ასევე ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების მკვიდრთ;
2) მოითხოვაუმაღლესი განათლების შესახებსსაქართველოს კანონის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის გაუქმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე უარს უცხადებს იმ ჰერელ აბიტურიენტებს, რომლებიც ფლობენთანამემამულის სტატუსს“;
3) თხოვნით მიმართა დეპუტატებს, რომ ამავეთანამემამულის სტატუსისმოქალაქეობასთან მიახლოების პრინციპის საფუძველზე ჰერეთის ქართველები ჩართონ საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში;
4) გააცნო საქართველოს სკოლებში მოსწავლე ახალგაზრდობაში ჰერეთის არსებობის შესახებ ცოდნის მკვეთრი კლების პრობლემა და ითხოვა ჰერეთის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ქართულ სახელმძღვანელოების გადახედვა;
5) ხაზი გაუსვა ანსამბლ ჰერულას მოღვაწეობას და ითხოვა სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა ამ ანსამბლის მიმართ;
6) ითხოვა ყურადღება დაეთმოს საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰერეთის ქართველების მიმართ მეტი ლოიალობის გამოჩენის საკითხს და შესაძლებლობის ფარგლებში რაიმე ფორმალური გამოსავალი მოიძებნოს;
7) წამოჭრა სამთაწყაროს საერთაშორისო ხიდის მეტი გამტარუნარიანობის აღდგენა.

 

აქვე, ანსამბლჰერულასდირექტორმა, გიორგი პაპიაშვილმა ითხოვა, შესაძლებლობების ფარგლებში მეტი ყურადღება დაეთმოს კახის ქართული კულტურის ცენტრის აღდგენის საკითხს.

 

ჰერეთის წარმომადგენელთა თანადგომის მიზნით პარლამენტს ეწვივნენ და მხარდამჭერი სიტყვა წარმოთქვეს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ, სსიპბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისდირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა, პროფესორმა,კონსტანტინე ფიცხელაურმა და სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ, ლევან თედიაშვილმა.

 

პარლამენტარებმა გააკეთეს გარკვეული მონახაზი, რომლითაც დაგეგმეს გარკვეული სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა.

 

დასასრულს, ჰერეთის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მასპინძლობისათვის, მხარდასაჭერად მობრძანებულ პატივცემულ სტუმრებს კი - ღია თანადგომისათვის.

***

 

სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი

 

აგრეთვე იხილეთ ბმული: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/diasporisa-da-kavkasiis-sakitxta-komiteti/axali-ambebi-diaspora/zviad-kvachantiradze-da-mariam-djashi-azerbaidjanis-qartuli-diasporis-warmomadgenlebs-shexvdnen.page

 


www.000webhost.com