ა(ა)იპ ჰერეთის სახლის ორგანიზებით 27 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარ დარბაზში გაიმართა საგრანტო პროექტისა და მის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ჰერეთის ეკლესიები" პრეზენტაცია. საგრანტო პროექტი სახელწოდებით "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი, დოკუმენტური ფილმი _ კახის ეკლესიები" განხორციელდა სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული 2016 წლის ახალგაზდრული იდეების კონკურსის ფარგლებში.


პრეზედნაციას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე.

პრეზენტაციის პირველ ნაწილში აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ მომხსენებლები, ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" დირექტორი ბ-ნი ვასილ პაპიაშვილი, სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თავმჯდომარე ბ-ნი ირაკლი ჟორჟოლიანი.


ვასილ პაპიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დარბაზის დათმობისათვის. ისაუბრა საგრანტო პროექტის განხორციერების ტექნიკურ დეტალებზე, პროექტის ფარგლებში შესრულებულ ბიბლიოგრაფიულ სამუშაოებზე და მასში ჰერელი ახალგაზრდების ჩართულობაზე.


ირაკლი ჟორჟოლიანმა ისაუბრა სამეცნიერო და ახალგაზრდული თვალსაზრისით პროექტის მნიშვნელობაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაინტერესებაზე, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სასარგებლო პროექტების მხარდაჭერას.


შემდეგ მოხდა დოკუმენტური ფილმის "კახის ეკლესიები" ჩვენება.


გარდა ამისა სიტყვით გამოვიდნენ:


რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე იოანე გამრეკელი, რომელმაც ისაუბრა სასულიერო-საეკლესიო თვალსაზრისით ჰერეთის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, მის ფონზე საქართველოში მუსლიმების მდგომარეობაზე, და ჰერეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციებზე;


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ბ-ნი კიაზო ფიცხელაური, რომელმაც დაანონსა მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დედოფლისწყაროს რაიონში, დიდნაურში აღმოჩენილი ჰერეთის უძველესი დედაქალაქის მასალების პრეზენტაცია;


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აღმოსავლეთმცოდნე, ბ-ნი ელიზბარ ჯაველიძე, რომელმაც ისაუბრა ჰერეთში (ე. წ. საინგილოში) არსებულ სოციალ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე.


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბ-ნი გიორგი ოთხმეზური, რომელმაც გაიხსენა რამდენიმე წლის წინ ჰერეთში თავისი ვიზიტი და წარმოადგინა თემატიკის შესაბამისი რამდენიმე ისტორიული დეტალი.


დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბ-ნი ანზორ თოთაძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ტენდენციებზე.



პრეზენტაცია მუსიკალურად გააფორმა ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორულმა ანსამბლმა "ჰერულა".


www.000webhost.com